LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines-მა ავსტრალიის მიმართულებით პირველ რეისის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

113
გზა

Turkish Airlines-მა 15 მარტს დაგეგმილი სტამბოლი-მელბურნის პირველი რეისის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს ავიაკომპანიის პირველი მარშრუტია ავსტრალიისკენ, იმ კონტინენტისკენ, რომელიც აქამდე მისი ქსელის ნაწილი არ იყო.

მელბურნი დანიშნულების პირველი ადგილი იმ მარტივი მიზეზით გახდა, რომ ამ ქალაქში დიდი თურქული დიასპორაა, ამასთან, ის ავსტრალიის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.

სტამბოლი-მელბურნი-სტამბოლის რეისი კვირაში სამჯერ შესრულდება და თვითმფრინავი საწვავის შესავსებად სინგაპურში შუალედური დაფრენით საათ-ნახევარი გაჩერდება.

მგზავრობის დრო სტამბოლიდან მელბურნამდე 19 საათსა და 40 წუთს (გაჩერება სინგაპურში 1 საათი და 30 წუთი), მელბურნიდან სტამბოლამდე კი 20 საათსა და 20 წუთს (გაჩერება სინგაპურში 1 საათი და 40 წუთი) შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები