LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines ავიაპარკს Boeing 787-9 Dreamliner-ებით შეივსებს

103

­ თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines Boeing-თან მოლაპარაკება დაიწყო. საუბარია 40 ერთეული Boeing 787-9 Dreamliner-ის შეძენაზე. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, თურქული ავიაკომპანია საკუთარი ავიაპარკის Dreamliner-ებით შევსებას 2023 წლამდე გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, 20 ერთეულ Boeing-787-9-ს  Turkish Airlines-ი 2019 წლის ბოლომდე მიიღებს, დანარჩენ 20 თვითმფრინავს კი – 2023 წლამდე.

Turkish Airlines-სა და Boeing-ის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები გასულ კვირას ნიუ-იორკში შედგა. მხარეებმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. როგორც ცნობილია, Turkish Airlines-ს Boeing-ისთვის 11 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები