LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმიდან შემოსულობა 80%-ით არის შემცირებული – გიორგი კეპულაძე

138
76ce05c411130847ac5190d94136e6de

„ტურიზმიდან შემოსულობა 80%-ით არის შემცირებული“,-ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე იკლებს იმპორტი და ექსპორტი, რაც მისი თქმით ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.

“საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზი ცნობილია, თუმცა ეს არ არის ზრდა. ეს არის მინუს 5%-ით ვარდნა.

ტურიზმიდან შემოსულობა დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია. ტურიზმით წინა წელს 3,5 მილიარდი აშშ დოლარი იყო, წელს კი 2.8 მილიარდი აშშ დოლარი დაგვაკლდება, რაც მნიშვნელოვანი დარტყმაა.

ასევე ვხედავთ როგორ იკლებს იმპორტი და ესპორტი, რაც ნიშანია ეკონომიკური კრიზისის.

სწორი სტრატეგიაა გასაწერი,  თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე და მთავრობაზე, არამედ პანდემიაზე, ეპიდემიოლოგიურ  ვითარებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში”,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები