ყაზახურმა ტურისტულმა სერვისმა ბორტგამცილებლების შემდეგ პილოტები გააშიშვლა. ავიაბილეთების გაყიდვისთვის განკუთვნილმა პორტალმა ახალი კამპანია დაიწყო. Youtube-ზე გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელშიც თითქმის შიშველი პილოტები მონაწილეობენ. კაპიტნები მომხმარებლებს სასიამოვნო ფრენას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლი საიტმა ადრეც გაავრცელა და მაშინ მთავარ როლში ბორტგამცილებელი ქალბატონები იყვნენ.
ვიდეომ ინტერნეტმომხმარებელთა კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა.