LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა ტაილანდის ტაძრიდან მოპარული ქვის ნატეხები უკან დააბრუნა

40

ტურისტმა ტაილანდის ტაძრიდან მოპარული ქვის ნატეხები უკან დააბრუნა. გამოცემა „Deutsche Welle”-ს ინფორმაციით, ტურიზმის მართვის სააგენტომ მიიღო ამანათი, სადაც ქვის ნატეხები და ტაილანდურ ენაზე დაწერილი წერილი იყო მოთავსებული. მისი ავტორი ქვების ტაძარში დაბრუნებას და შენდობას ითხოვდა. წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ „ქურდს“ ქვების მოპარვის დღიდან მშვიდად აღარ უძინია. ხოლო, თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში ამას უცნობი არ აკონკრეტებს. სპეციალისტთა შეფასებით, წერილი Google-ის თარჯიმნის მეშვეობითაა ნათარგმნი, რაც იმაზე მიუთითებს რომ მისი ავტორი ადგილობრივი არ არის და სავარაუდოდ, ტურისტია. აღსანიშნავია, რომ ქვის ნატეხები ტაძარში უკვე დააბრუნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები