LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა ლას ვეგასში 12 მილიონი მოიგო

41

კალიფორნიელმა ტურისტმა ლას-ვეგასის სათამაშო აპარატებში 11,8 მილიონი დოლარი მოიგო. ინფორმაცია ამის შესახებ სასტუმრო Fremont-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რადგან უცხოელი დამსვენებელი სწორედ მათ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
იღბლიანმა ტურისტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დროის გასაყვანად სასტუმროს ჰოლში განთავსებულ აპარატებს მიაკითხა და თამაშ-თამაშით მილიონერი გახდა. აღსანიშნავია, რომ აპარატი, რომელზეც კალიფორნიელი ერთობოდა, მხოლოდ 3 დოლარიან ფსონებს იღებს და მსგავსი ოდენობის თანხა მასზე პირველად გათამაშდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები