ტურისტებს ნორვეგიაში ღამეს ყინულის გამოქვაბულში გაათენებინებენ. ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ექსტრიმის მოყვარულებმა ზამთრის კურორტ მიურკდალენს უნდა მიაკითხონ. ყველაფერი კი ციგებით დაიწყება.
დამსვენებლებს გამოქვაბულთან მისვლა სწორედ გადაადგილების ამ საშუალებით მოუწევთ. ადგილზე მიღწევის შემდეგ მათ დახვდებათ ადგილობრივი მზარეული, რომელიც უგემრიელეს და რაც მთავარია ცხელ ვახშამს შესთავაზებს. შემდეგ კი ისინი ღამეს გაათენებენ გამოქვაბულში, სადაც ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ შიგნით ყინვა არ იგრძნობოდეს და ადამიანმა კომფორტულად გამოიძინოს. დილით კი მათ მისცემენ თხილამურებს, რათა სასტუმროში საუზმეზე თავისით ჩასრიალდნენ. საინტერესო ტურით სარგებლობას მსურველები 1 თებერვლიდან შეძლებენ.