LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს აფრიკულ ვულკანებში დასასვენებლად ეპატიჟებიან

27

კურორტთა საერთაშორისო ქსელი ტურისტებს აფრიკულ ვულკანებში დასასვენებლად ეპატიჟება. კომპანია „One &only resorts“ რუანდას ტერიტორიაზე ახალი კურორტის დაარსებას გეგმავს. პირველი ობიექტი კი არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ ვულკანების ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე განთავსდება. კურორტის სტუმრები ევკალიპტის ტყეში იცხოვრებენ და გარდა ულამაზესი პეიზაჟებისა, მათ გადაშენების პირას მყოფი მთის გორილების ნახვაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ რუანდა ერთ-ერთია იმ სამ ქვეყანას შორის, სადაც ეს სახეობა ჯერ კიდევ შემორჩენილია. ვიზიტორებს კი გარდა საინტერესო სანახაობისა, ასევე ტრადიციული სამზარეულო, ადგილობრივების მიერ მოყვანილი ხილ-ბოსტნეული და უამრავი დასამახსოვრებელი ნაცნობობა ელით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები