LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებმა ხედის გაფუჭებისთვის ავტომობილი დააზიანეს

43

დიდ ბრიტანეთში ტურისტებმა ადგილობრივი მოქალაქის ავტომობილი ხედის გაფუჭებისთვის დააზიანეს. უფრო ზუსტად კი მათ დაამტვრიეს ფანჯრები და ავტომობილზე წარწერა „move”-ანუ გადააყენე – დატოვეს.

84 წლის პიტერ მედოქსი პატარა სოფელ ბაიბერში ცხოვრობს და თავის ყვითელ ავტომობილს ყოველთვის სახლის წინ აჩერებს. მე-17 საუკუნის შენობას ღია ფერის Vauxhall Corsa დიდად არ უხდება და დამთვალიერებლთა გაღიზიანებაც ხშირად გამოუწვევია.

ტურისტები თავის აღშფოთებას სოციალური ქსელის მეშვეობითაც გამოხატავდნენ და დეკორაციის შეცვლას მოითხოვდნენ. როგორც ჩანს, მოგზაურთა მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო და ავტომობილი სერიოზულად დააზიანეს. მედოქსის განცხადებით, თუკი მანქანის რემონტი ძვირი დაჯდება, ის ახალ – ღია მწვანე ფერის ავტომობილს იყიდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები