LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებმა ფულით სავსე შეკვრა მფლობელს დაუბრუნეს

43

პატიოსანმა ტურისტებმა ფულით სავსე შეკვრა მფლობელს დაუბრუნეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა კვიპროსზე მოხდა და ბრიტანელმა დამსვენებლებმა ნამდვილი სახალხო აღიარება მოიპოვეს. 24 წლის ედვარდი და 22 წლის ჯესიკა სანაპიროზე სეირნობდნენ, როდესაც გზაზე უცნაური პაკეტი იპოვეს. შიგნით კი ფულს – 7 ათას ევროს გადააწყდნენ. წყვილს დიდ ხანს არ უფიქრია და ნაპოვნი მაშინვე პოლიციაში წაიღეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფული ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაკარგა. მოხუც ქალბატონს კუნძულზე მაღაზია აქვს და გამომუშავებული თანხა ბანკში უნდა წაეღო, თუმცა გზაში ჩანთიდან ამოუვარდა. ბუნებრივია, ის ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. მოხუცს ვერ წარმოედგინა, რომ ფულს უკან დაიბრუნებდა და ბრიტანელთა საქციელმა ის გაოგნებული დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები