LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებმა ჩრდილოეთ კორეაში უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს

79

ტურისტებმა ჩრდილოეთ კორეაში უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს. ბრიტანეთის მოქალაქეებმა მოახერხეს და მსოფლიოში ყველაზე დახურული ქვეყანა ფარულად გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეაში თითქმის ყველაფერი აკრძალულია და მოსალოდნელი იყო, რომ ტურისტები ფოტოების გადაღების დროს დაეკავებინათ.

ბრიტანელების მიერ გადაღებულ კადრებში აზიური სახელმწიფოს ყოველდღიური ყოფაა აღწერილი, თუ როგორ მიდიან ადგილობრივები სამსახურში ველოსიპედებით და თამაშობენ ფრენბურთს.

კადრში მოხვდნენ ასევე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი კორეელები და კადეტები, რომლებიც სწავლებებს შორის ისვენებენ.

გარდა ამისა, ტურისტებმა ქალაქის ღარიბი უბნებიც დაათვალიერეს და ადგილობრივთა მძიმე ყოფა დეტალურად აღბეჭდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები