LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტების თბილისი: რა იზიდავთ მოგზაურებს საქართველოში?

106

თბილისი ტურისტებითაა სავსე. ძველ თბილისში რამდენიმე საათიანი სეირნობისას ყველა ეროვნების მოგზაურს გადააწყდებით. ტურისტების მარშრუტმა კი სულ სხვანაირი თბილისი აღმოგვაჩენინა.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რა იზიდავთ უცხოელებს საქართველოში, რატომ ჩამოდიან და რა პრობლებს აწყდებიან აქ.

პრობლემებზე ნაკლებად, თუმცა ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, შესანიშნავ სამზარეულოსა და მდიდარ ისტორიაზე ჩვენი რესპოდენტები ბევრს საუბრობენ.

ტურისტები თბილისში ჩამოდიან საქორწინო მოგზაურობისთვის, უიქენდებზე განსატვირთად, ქვეყნის შესასწავლად, გამოსაკვლევად…

ზოგიერთმა მათგანმა აქ ჩამოსვლა სიახლოვის გამო გადაწყვიტა, ზოგისთვის კი 10 000 კილომეტრიც კი არ აღმოჩნდა დაბრკოლება.

 

10 000 კილომეტრი თბილისამდე…

ეს წყვილი რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან, ხაბაროვსკიდანაა. მათ თბილისში მოსახვედრად მთელი კონტინენტი გამოიარეს. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები