LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები სულ მალე კოლიზეუმის მეხუთე დონის მონახულებას შეძლებენ

18

ტურისტები სულ მალე კოლიზეუმის მეხუთე დონის მონახულებას შეძლებენ. მეხუთე სართულის მნახველთათვის გახსნის იდეა თავად კულტურის მინისტრს ეკუთვნის. დარიო ფრანჩესკინის აზრით, კოლიზეუმის ზედა სართულიდან მართლაც ულამაზესი ხედი იშლება და ამ მშვენიერების დავიწყებას ვიზიტორები ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ შეძლებენ.

„ინტერფაქსის“ ცნობით, მეხუთე დონეზე უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მუზეუმის თანამშრომლების გარდა არავინ ასულა, ამიტომ სიახლე მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. მეხუთე დონის მონახულების მსურველებს ადგილის  დაჯავშნა წინასწარ მოუწევთ, რადგან მსურველი ძალიან ბევრია და საექსკურსიო ჯგუფში მაქსიმუმ 25 ადამიანის ყოფნაა დაშვებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები