კოლიზეუმის მიწისქვეშეთი დამთვალიერებელთათვის პირველად გაიხსნება. საინტერესო ინიციატივა „მთვარე ამფითეატრზე“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ის ახალ წლამდე, 31 დეკემბრამდე გასტანს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, რომ რომის მთავარ ღირსშესანიშნაობას საღამო ხანს ეწვიონ და მიწიქვეშა გვირაბები, გალერეები თუ თაღები დაათვალიერონ. საინტერესო ექსკურსია კოლიზეუმის მთავარი დარბაზებიდან დაიწყება და მიწისქვეშ მდებარე სივრცით დასრულდება.
ტურისტებს ასევე საშუალება ექნებათ, რომ ნახონ ის ოთახები, სადაც გლადიატორები თავის გამოსვლას ელოდებოდნენ.