LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტურაშვილისთვის ნასროლი ტალახი ყველას უნდა გვეწყინოს“ – ლადო აფხაზავა

207
BeFunky-collage - 2023-03-20T220040.204

„ასეთ საინტერესო ადამიანებს მოფერება უფრო სჭირდებათ და პატივისცემა, დათო ტურაშვილისთვის ნასროლი ტალახი კი ყველას უნდა გვეწყინოს“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ამბობს, რომ საზოგადოება მწერალ დათო ტურაშვილს მეტად უნდა გაუფრთხილდეს, რადგან ის იმსახურებს მეტ დაფასებას და აღიარებას.

„დათო ტურაშვილი არის ერთ-ერთი უნიკალური ადამიანი, რომლის წიგნებზე უამრავი თაობა გაიზარდა და გაიზრდება კიდევ. ხომ გაგიგიათ ცას რომ ტალახს ესვრი უკან დაგიბრუნდება და თავზე დაგეცემაო, სწორედ ასე არ მოუწიოთ მათ, ვინც ტურაშვილს ტალახს ესვრის. ის იმსახურებს მეტ დაფასებას და აღიარებას. მჯერა გამონახავს ძალას და გაუძლებს ამ ყველაფერს. ჩვენც მეტად გავუფრთხილდებით ალბათ“ – განაცხადა ლადო აფხაზავამ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“.

შეგახსენებთ მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ დათო ტურაშვილის შვილმა დაუდასტურა:

„ნორმალურად არის. გამოწერეს და მალე სახლში მივიყვანთ. გულზე ყველაფერი გადაუღეს. არაფერი არ გამოვლინდა. გულის შეტევას გადარჩა, მაგრამ ნერვიული შეტევა იყო“, – უთხრა ანაკო ტურაშვილმა „ფორტუნას“.

ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა. გადაცემაში გამოსვლის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

დღეს, 20 მარტს დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს.

„გულის შეტევას გადაურჩა“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამავე თემაზე:

დათო ლიკლიკაძე: „აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის… არ გამოხატვისთვისაც“ 

სოფო ჭყონია: ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? 

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები