LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუნისში ტერაქტს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

182

ტუნისში ავტობუსის აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაიჭრა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ავტობუსს გადაყყავდა სამხედრო პირები, რომლებიც პრეზიდენტის დაცვაში მსახურობდნენ.

თავდასხმა, რომელიც უკვე ტერაქტად შეფასდა, ტუნისის დედაქალაქის ცენტრში მოხდა, ტურიზმისა და შს სამინისტროებთან ახლოს. წინასწარი მონაცემებით, ავტობუსს თვითმკვლელის დანაღმული ავტომანქანა შეეჯახა.

ტუნისის პრეზიდენტმა ბეჟი ქაიდ ეს-სებსიმ ქვეყანაში 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამაოცხადა, 21 სთ-დან 5 სთ-მდე კი კომენდანტის საათია დაწესებული.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები