LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუნინგ-ატელიემ Lamborghini-ის ახალი მოდელი წარმოადგინა

49

გერმანულმა ტუნინგ-ატელიემ Vision of Speed წარმოადგინა  Lamborghini Huracan Spyder-ის ახალი მოდიფიცირებული ვერსია. მოდერნიზირებული როდსტერი სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, გახდა გაცილებით მჩატე და მძლავრი.

სუპერქარმა მიიღო კარბო-აეროდინამიკური ზედაპირი, ასევე განახლებული უკანა სპოილერი და დიფუზორი. ტუნერებმა ასევე შეცვალეს ტიტანის გამოსაბოლქვი  Akrapovic-ის სისტემით, რომელიც 20 კგ-ით ნაკლებს იწონის, სტანდარტულ ვარიანტთან შედარებით.

მოდელი აღჭურვილია 5.2 ლიტრიანი V10 ტიპის აგრეგატით, რომელიც 20 ცხენის ძალის ერთეულითა წარმოდგენილი და 22 ნმ-ით მეტია მოდელის არამოდიფიცირებულ ვერსიასთან შედარებით.