LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუმანიშვილის თეატრი ბრალდებებს პასუხობს: „მსახიობები, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, გადიოდნენ რეპეტიციებს პირბადეების გარეშე…“

210
tumanishvilitatrinews

თუმანიშვილის თეატრი „იმედის“ ეთერში თეატრმცოდნე თეა კახიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ  ნიკოლოზ წულუკიძის ახალ რუბრიკაში, თეატრალური პრობლემების განხილვისას ეთერში დარეკა ასევე ქეთი დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გადაყენების შემდეგ თუმანიშვილის თეატრში პრემიერები აღარ იმართება.

„გვინდა გამოვეხმაუროთ 10 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ გადაცემაში – „იმედის დღე“  რუბრიკას – „თეატრი დღეს“.

პირველ რიგში, მივესალმებით ინიციატივას და გადაცემას ვუსურვებთ წარმატებას. იმედი გვაქვს, ხმამაღლა საუბარი, ჯანსაღი და არგუმენტირებული კრიტიკა, თეატრალურ სივრცეში არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს და გააჯანსაღებს პროცესს.

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ გადაცემაში გაჟღერებული არც ერთი ბრალდება არ იყო კონკრეტული, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო შინაარსს მოკლებული.

ლაშა ჩხარტიშვილი: „ფოთის თეატრს ახალ რეპერტუარში „სამი გოჭი“ აქვს. რაღა დროს „სამი გოჭია“?“

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ნიკოლოზ წულუკიძის ახალ რუბრიკას ესტუმრა

თეატრმა რთული წელი გაიარა, მაგრამ პანდემიის პირობებშიც კი შეძლო არათუ სპექტაკლების ჩვენება, არამედ რამდენიმე პროექტის განხორციელება, სარეპეტიციო პროცესის გამართვა და პრემიერის გამოშვება, რაც შექმნილ ვითარებაში არ არის მარტივი. მსახიობები, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, გადიოდნენ რეპეტიციებს პირბადეების გარეშე. ხოლო, როგორც კი რეგულაცია შეიცვალა და თეატრებს პირველი აპრილიდან შესაძლებლობა მიეცათ სპექტაკლების გამართვისა – 2 აპრილს სეზონი გავხსენით პრემიერით.

ყოველგვარი არგუმენტებისა, ანალიზისა თუ კვლევების გარეშე გადაცემაში გაიჟღერა ბრალდებამ სპექტაკლების მხატვრულ ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა, ქალბატონი თეა კახიანის კოლეგა თეატრმცოდნეთა რეცენზიები საპირისპიროზე მეტყველებს. ასევე, ვთვლით, რომ ხარისხს ჩვენი მაყურებელი მრავალი წელია განსაზღვრავს და მათი ინტერესი, რაოდენობა და ერთგულება ამ ბრალდებას თავად პასუხობს, რის გამოც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ მათგანს.

სიცხადისთვის, თავს ვალდებულად ვთვლით, გაგაცნოთ ბოლო 4 წლის განმავლობაში დადგმული სპექტაკლების სია:

თეატრის რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები:

1. გიორგი სიხარულიძე – „დედა კურაჟი“, ბერტოლტ ბრეხტი
2. ზურაბ გეწაძე – „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“, ბასა ჯანიკაშვილი
3. ზურაბ გეწაძე – „ჰამლეტი – მანქანა“, ჰაინერ მიულერი
4. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი – „მხოლოდ ერთი კაცი“, გურამ დოჩანაშვილი

მოწვეული რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები:

5. ირაკლი გურგენიძე – „როცა ქვეყანა დიდია“ ; კობა შონია და ირაკლი გურგენიძე
6. ირაკლი გურგენიძე – „უხერხემლობა“, ინგრიდ ლაუზენდი
7. კახაბერ შარტავა -(მაგისტრანტი) „დიაგნოზი“, შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილების“ მიხედვით
8. გიორგი მარშანია (მაგისტრანტი) – „ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად“, ირაკლი სამსონაძე
9. დავით პაპავა – „თბილისური ავანგარდი“
10. რუსუდან ბოლქვაძე (დოქტორანტი) – „ხომ არ აფრენ“, იან ტაატე
11. ნინო ხარატიშვილი – „რადიო უნივერსი“ – (გერმანია-საქართველო) კოპროდუქცია მარბურგის თეატრთან. პრემიერები გაიამართა მარბურგისა და თუმანიშვილის თეატრებში (2018 წლის ოქტომბერი)

დაგეგმილი პრემიერები სეზონის ბოლომდე:

1. გიორგი სიხარულიძე – „მწვანე ბარათი“, ნინია სადღობელაშვილი
2. გიორგი სიხარულიძე – თუმანიშვილის 100 წლისთავისთვის მიძღვნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მოაზროვნე“
3. კოკო როინიშვილი – „კუგელმასი“, ვუდი ალენი
4. რუსუდან ბოლქვაძე – „ზაფხულის ღამის სიზმარი“, უილიამ შექსპირი

მზადების პროცესშია:

5. გიორგი სიხარულიძე – „ყვარყვარე“, პოლიკარვე კაკაბაძე
6. ნუგზარ ბაგრატიონი – „აღმაშენებლის ქვა“, ნოდარ წულეისკირი
7. ნიკა საბაშვილი – „ლაბადა და ფეხსაცმელი“, ბასა ჯანიკაშვილი
8. გიორგი შალუტაშვილი – „მარო მაყაშვილი“, ნინია სადღობელაშვილი

პანდემიის დაწყებამდე თეატრმა მრავალი გასვლითი სპექტაკლი გამართა ქვეყნის საზღვრებს გარეთ: გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტსა და მარბურგში; ბელორუსიაში, ქალაქ მინსკსა და გომელში.

ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში; გორი, მესტია, ზესტაფონი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, აბაშა და სხვ.

თეატრის საგამოფენო სივრცეში პერიოდულად იმართებოდა და ახლაც იმართება მხატვართა გამოფენები, კონცერტები, საღამოები და სხვა აქტივობები.

მოხარული ვართ, რომ თეატრალური სფერო უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. თუმანიშვილის თეატრი აქტიურად არის ჩართული ყველა პროცესში და მაყურებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს მომავალშიც.

და ბოლოს, ვფიქრობთ რომ არაკოლეგიალური და არაეთიკურია, როცა გორის გ.ერისთავის სახელობის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე  – ქ-ნი თეა კახიანი საჯაროდ „აკრიტიკებს“ რუსთაველის ეროვნულ თეატრს, თელავის თეატრს და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები