ცნობილი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„თუკი ვინმეზე ითქმის მამულიშვილი, ეს დათო ტურაშვილია.
მისი გული საქართველოს სიყვარულით ძგერს.
მისი გული სავსეა საქართველოთი.
მისი გული ჯანმრთელად უნდა იყოს.
დათო, მალე გამოჯანმრთელდი!”, – წერს გოგა ჩანადირი.
დღეს დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.
მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო.
გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ ერთმა წამყვანმა, სოფიო ხუნწარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა დათოს მდგომარეობის შემდეგ ადრე დაასრულეს და მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.