LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ვინმეს უარს ეუბნებიან ან ფულს სთხოვენ ბავშვის ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში, ე.ი. ვიღაცას ფულის გაკეთება სურს – იაგო ფრანგიშვილი

163
იაგო

ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს, რომ თუკი საქართველოში ვინმე ფულს ითხოვს ბავშვის ონკოლოგიური დაავადების რაიმე სახით მკურნალობაში, იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ფულის გაკეთება სურს.

ამის შესახებ ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს ვრცლად.

„საქართველოს ტელევიზიით ვუსმინე „რეკლამა თხოვნას“ რომ ბავშვს ლეიკემიის გამო მკურნალობა სჭირდება უცხოეთში და ფული ანგარიშზე გადმორიცხეთო.

მეგობრებო:

საქართველოში უკვე 15 წელზე მეტია არსებობს განსაკუთრებული სამედიცინო პროგრამები
მაგალითად ჰეპატიტის პროგრამა

და მაგალითად ბავშვთა ონკოლოგიური მკურნალობის პროგრამა.

ეს პროგრამები ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა საქართველოს არ ჰქონდა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა.
ამ 15 წლის მანზილზე, თითქმის და წლიურად ახლდება ხელშეკრულება ევროგაერთიანების, დასავლეთის ქვეყნების სახელმწიფოთა წარმომადგენლებს და საქართველოს შორის, რომ

საქართველოდან არ მოხდეს ჰუმანიტარული, ანუ ჯანმრთელობის აზიულით ადამიანების გასვლა ქვეყნიდან….
თანხებს მთლიანად იხდის დასავლელ სახელმწიფოთა ერთობა.

ყველა სახის სიმსივნური დაავადების მკურნალობა საქართველოში ფინანსდება ამ ხელშეკრულებათა თანახმად და სახელმწიფოს მიერ.

თუკი არსებობს რაიმე სამკურნალო და მიღებული საშუალება, ეს ფინანსდება.

განსაკუთრებულად კი ბავშვებში. ბავშვების ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნბალობა ფინანსდება 100%ით და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე.

ის მკურნალობებიც კი, რაც საქართველოსთვის ადრე არ იყო რუტინული, მაგალითად ძვლის ტვინის გადანერგვა,
უკვე ორი ლიცენზირებული კლინიკაა საქართველოში და ბავშვებში ამ მკურნალობას 100%ით იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო, რომელიც ფულს დასავლეთიდან იღებს.

თუკი ვინმეს უარს ეუბნებიან ასეთ მკურნალობაზე, ან ეს იმის გამოა, რომ ამ მდგომარეობაში, დაავადების ამ სიტუაციაში ის თერაპია, რასაც ვიღაც ექიმი სთავაზობს, არ არის აღიარებული მიღებულ თერაპიად ან კიდევ  ადგილი აქვს მაქინაციას ჯანდაცვის სამინისტროში.

თუკი რაიმე თერაპია და მკურნალობა, რომელიც ესაჭიროება ბავშცს, რატომღაც ვერ კეთდება საქართველოში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან ხდება და წესით უნდა ხდებოდეს ამ ბავშვთა საზღვარგარეთ გაშვების, კლინიკის მოძიების ორგანიზებაც და დაფინანსებაც.

ეს ვალდებუება აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას.

ხშირად და სამწუხაროდ ძალიან ხშირად, განსაკუთრებით კი ერთი კლინიკაა საქართველოშია, აქ უბრალოდ არ ვიტყვი რომელია,
ძალიან ხშირად სთავაზობს ბავშვებს ისეთ სიტუაციაში მკურნალობას, როცა არაა საჭირო, როცაა არაა ეს თერაპია ამ სიტუაციისათვის მიღებული და ამისთვის სთავაზობს რამდენიმე იტალიურ და იშვიათად გერმანულ კლინიკასაც კი.

აქ აშკარად არის შეთანხმებით, გარიგებით პაციენტის და მშობლების შიშებზე თამაშით ფულის შოვნის განზრახვა და მიზანი.
განსაკუთრებით ონკოლოგიაში და განსაკუთრებით ბავშვთა ონკოლოგიაში, ის რაც არის ბავშვისათვის ინდიცირებული და მიღებული თერაპიაა, ფინანსდება.

არავის არ ესაჭიროება ფულის შეგროვება ერთ თანმხლები მოზარდის თანხაც კი ფინანსდება თუკი არსებობს ინდიკაცია ანუ საერთაშორისო გაიდლაინებით ამ მკურნალობის მეთოდს ამ სიტუაციაში შესაბამისობა.

ვთხოვ ჟურნალისტებს ამ სისტემაში კვლევას.

ვთხოვ ჟურნალისტებს, რომ დაუკავშირდნენ გერმანიის და ამერიკის საელჩოებს და ჩაიხედონ იმ მოცულობით საქმიანობაში, რასაც

დასავლეთი უკვე წლებია აკეთებს საქართველოში

და ასევე ჩაიხედონ იმ დიდი ბიზნესში, რასაც ჰქვია სამედიცინო ტურიზმით გამდიდრება.

ნუ გადავიქცევით მართლაც და ბანანის ქვეყნად, სადაც ყველაფრის რეკლამა მიდის, მთავარია ვიღაცამ ამაში ფული გადაიხადა.
ბავშვის მკურნალობა ოჯახისათვის საქართველოში უფასოა და თუ საქართველოში ვერ ხერხდება, საზღვარგარეთაც უფასოა, განსაკუთრებით კი ონკოლოგიური დაავადებებისა
ასე იყო და ასე დარჩება.

თუკი ვინმე ფულს გთხოვთ ბავშვის ონკოლოგიური დაავადების რაღაც სახის მკურნალობაში, ან არაა ეს მკურნალობა ამ დაავადების ან პაციენტის მდგომარეობის შესატყვისი,

ან კი ვინმეს ფულის გალეთება სურს ან სამინისტრო თავს არიდებს პასუხისმგებლობას და მოვალეობის შესრულებას“, – წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი გერმანიაში მოღვაწეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები