LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვფიქრობთ, რომ მსუბუქი გაციების დროს სამსახურში წასვლა და თანამშრომელთათვის ვირუსის გადადება მისაღებია – მედიკოსების განცხადება

123
-114386538-gettyimages-948301830

„ახლა სოლიდარობის დრო არ არის“ ნათქვამია ბრიტანელი მედიკოსების განცხადებაში, თუკი თავს შეუძლოდ გრძნობთ აუცილებლად სახლში უნდა დარჩეთ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის აზრით, ბრიტანელები სამსახურში მაშინაც დადიან როცა ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებთ. კორონავირუსის პანდემიის ხანაში კი მსგავსი დამოკიდებულება ნამდვილი დანაშაულია.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ამჟმად ყოველდღიურად 500 ათასი ტესტი კეთდება, მომავალ წელს ლაბორატორიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ციფრი გაორმაგდება.

„პანდემიის დროს გახსნილ სამედიცინო დაწესებულებებს, მომავალშიც აუცილებლად გამოვიყენებთ და არა მხოლოდ კორონავირუსისთვის. ხალხმა უნდა შეიცვალოს აზროვნება, როცა რამე აწუხებს აუცილებლად უნდა წავიდეს ექიმთან და მიზეზები გაარკვიოს. ეს არამხოლოდ კორონავირუსს, არამედ ყველა დაავადებას ეხება. რატომ ვფიქრობთ, რომ მსუბუქი გაციების დროს სამსახურში წასვლა და თანამშრომელთათვის ვირუსის გადადება მისაღებია, ან სოლიდარობის გამოხატულებაა. ერთი რამ ზუსტად უნდა დაიმახსოვროთ, როცა გაციების ნიშნები გაქვთ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ტესტი და დაადგინოთ თუ რა გჭირთ, თუკი საჭიროა დარჩეთ სახლში და სხვებს საფრთხე არ შეუქმნათ “ – აღნიშნა ჰენკოკმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები