სელენა გომესს 31 წელი შეუსრულდა. იუბილე არტისტმა პომპეზურად აღნიშნა და გლამურულ წვეულებაზე საუკეთესო მეგობრები დაპატიჟა. მათ შორის გახლდნენ პერის ჰილტონი და კრისტინა აგილერა. შთამბეჭდავი ფოტომასალა მან „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ამ დღეს სელენას საოცრად დახვეწილი წითელი მინი კაბა ამშვენებდა.
„მე ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებულად კი საკუთარი საქმიანობა მაბედნიერებს. თუკი რაიმეს ჩუქება გსურთ ჩემთვის, გთხოვთ გაიღეთ თანხა ფონდ Rare Impact-სთვის“, – წერს მომღერალი და მსახიობი.