LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ავტომობილში ძალიან ხმამაღლა იმღერებთ, 5000-ით დაჯარიმდებით

1196
sing-in-car

როდესაც საგზაო მოძრაობის წესებზე ვსაუბრობთ, ყველას სიჩქარის კონტროლი, საგზაო ნიშნებისა თუ მონიშვნებისთვის ყურადღების მიქცევა ახსენდება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ბრიტანელი მძღოლები შესაძლოა სრულიად უწყინარი ქცევისთვის – საკუთარ ავტომობილში სიმღერისთვის დაჯარიმდნენ. თანაც, ჯარიმა არც თუ ისე უწყინარი – 5 ათასი ფუნტი სტერლიგნი იქნება.

ექსპერტთა აზრით, ავტომობილში გამართული წვეულება მძღოლის ყურადღებას აქვეითებს და შესაძლოა საშიში მანევრირების მიზეზი გახდეს. ასე რომ კანონის გამკაცრება ნამდვილად სწორი საქციელია.

კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ერთია მუსიკის მოსმენა და მეორე სიმღერა და ცეკვა, რაც ბუნებრივია ყურადღებას საჭიროებს და მძღოლს მთავარი საქმიანობისგან აცდენს.

გარდა ამისა, მუსიკის ზედმეტად ხმამაღლა მოსმენაც აიკრძალება, რადგან ასეთ დროს მძღოლი გარე სამყაროს წყდება, ვერც მოახლოებული სასწრაფოს ხმას გაიგებს და ვერც სხვა გამაფრთხილებელ ნიშანს შეამჩნევს.

ანტი–სოციალური ტარებისთვის მძღოლები 100 ფუნტით დაჯარიმდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები