LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუკი აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, უნდა ვიყოთ იზოლაციაში“ – მედიკოსები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

213
BeFunky-collage (1)

„გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია,“– აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას და მთავარ სიმპტომებად მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, ასევე, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებს.

„გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია – ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელება, შეიძლება თანდართული იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი.

დაავადების მიმდინარეობა გრძელდება 5 დღიან 1 კვირამდე, თუმცა, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება 2-3 კვირაც დასჭირდეს. რისკჯგუფში არიან, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ.

რაც შეეხება დაავადების პრევენციას, ეს არის, პირველ რიგში, ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე, დახურული სივრცეების ხშირი განიავება“,– განუცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ს.

„ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსები: მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.. თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დარჩით სახლში“ – ივანე ჩხაიძე

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

ეპიდემიოლოგ მაკა ბულეიშვილის თქმით, სეზონური ვირუსების გამო, ბოლო 2 კვირის განმავლობაში,კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია და მოსახლეობას, განსაკუთრებით, რისკჯგუფებს, სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მომართვიანობა მომატებულია. უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტად არის რისკჯგუფებში – ეს არის ასაკობრივი ჯგუფები და სხვადასხვა სახის ფონური და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.

თენგიზ ცერცვაძე: „გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ, გრიპიანი სახლში უნდა დარჩეს“ 

ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა ხველა, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მაღალი ციფრები.

თუკი ჩვენ აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, პრევენციული თვალსაზრისით, რათა დავიცვათ სხვაც, უნდა ვიყოთ იზოლაციაში,“ – აცხადებს „რუსთავი 2“- თან ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი.

„ამჟამად ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა, ჩვეულებრივი მოვლენაა, ამ სეზონისთვის სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები უნდა იყოს “ – მარინა ენდელაძე 

„ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია – პიკი იანვრის ბოლოსკენ იქნება, ამიტომ ვინც აცრილი არ არის, მოვუწოდებდი ყველამ გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს“ – მაია ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები