LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუკ-ტუკი პარიზში: შემოუარე ქალაქს ელექტროტრანსპორტით

88

პარიზი ტურისტებს უჩვეულო ტრანსპორტით გასასეირნებლად ეპატიჟება. ამიერიდან საფრანგეთის დედაქალაქის მონახულების მსურველებს ტრადიციული საექსკურსიო ავტობუსებისა და ტრამვაის ნაცვლად ელექტრონული ტუკ-ტუკის გამოყენება შეეძლებათ. აღნიშნული ექსკურსიები ძალიან იაფი არ ეღირება, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს. ტუკ-ტუკები მართლაც მთელ პარიზს მოივლიან და ტურისტებს ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვის საშუალებას მისცემენ. საინტერესოა, რომ ერთი ავტომობილი 6 ადამიანს იტევს და 30 წუთიანი გასეირნება 40 ევრო ეღირება. ტუკ-ტუკის დაჯავშნა მსურველებს წინასწარ შეეძლებათ, რათა ქალაქში ჩასვლისას დრო აღარ დაკარგონ და საინტერესო თავგადასავალი დაიწყონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები