LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუფაქის „ჰამერი“ გაყიდეს

82

შტატებში თუფაქ შაკურის „ჰამერი“ გაიყიდა, თუმცა მხოლოდ მეორე მცდელობით. ლეგენდარული რეპერის ავტომობილი RR აუქციონის სახლმა გამოფინა და როგორც გამოცემა „AutoGuide” იუწყება, 21 წლის hummer H1 – 206 531 დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს იგივე ავტომობილი კიდევ უფრო ძვირად გაიყიდა, თუმცა მაშინდელმა მფლობელმა თანხის გადახდა უბრალოდ ვერ შეძლო. ამჯერად კი მის სავარაუდო ღირებულებად 100 ათასი დოლარი სახელდებოდა, თუმცა ბალტიმორელმა ბიზნესმენმა ორჯერ მეტის გადახდა გადაწყვიტა.
აღნიშნული „ჰამერი“ თუფაქის მიერ შეძენილი უკანასკნელი ავტომობილია. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ რეპერის BMW-ც გაიყიდა და მისი ღირებულება 1,5 მილიონი დოლარი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები