ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალო ახალი მედიკამენტი ბედაქილინი, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, აშშ -ს ელჩი საქართველოში იან კელი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრნენ აშშ-ს მთავრობის ახალი პროგრამის , ბედაქილინის საქართველოში დანერგვისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას.
ღონისძიებაზე გაკეთდა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ Janssen Therapeutics-ის დონაციის შედეგად, ახალი მედიკამენტი , უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.
ბოლო 40 წლის განმავლობაში ბედაქილინი არის პირველი ახალი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალოდ. ეს ინოვაციური პარტნიორობა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. პროგრამა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი მედიკამენტს პაციენტებს უფასოდ გადასცემს.
საქართველო, რომელიც პროგრამის პირველი ბენეფიციარი ქვეყანაა, დაახლოებით 31 000 ბედაქილინის აბით მომარაგდება, რაც საკმარისია 24 თვის განმავლობაში 200 პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად.