LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ წყალში გადაყრილი თანხა იყო, მიმართეთ შესაბამისს უწყებებს“ – ატენის მოსახლეობის პროტესტი უწყლობის გამო და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელის პასუხი

238
ატენი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები აპროტესტებენ გზის მოწყობის სამუშაოების გახანგრძლივებას. ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია სტანდარტების დაცვის გარეშე მუშაობს.

ისინი არ ასველებენ გრუნტს, რის გამოც ირგვლივ ცემენტის მტვერი დგება. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, უკვე 7 თვეა, შექმნილი მდგომარეობის გამო ფანჯარას ვერ აღებენ და საფრთხე უკვე მოსავალსაც ემუქრება.

„ყოველთვის ზაფხულში რატომ ფუჭდება წყალი? ზამთარში და შემოდგომაზე 12:00 საათამდე მოდის წყალი“. – აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე მისულმა გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული მონაკვეთი არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვლა-პატრონობის ქვეშ და  ამიტომ დეპარტამენტის წარმომადგენელს უნდა დავუკავშირდე და გავიგო სიტუაცია.

ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ არ ეხება შექმნილი სიტუაცია, რატომ მივიდა, რაზედაც მან უპასუხა, რომ საჯარო მოხელეა და ეხება თუ არა, მოვალეა მოსახლეობას გაესაუბროს.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ წყლის სისტემაში მოწყობილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, მოსახლეობამ უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს.

„თუ წყალში გადაყრილი თანხა იყო, მიმართეთ შესაბამისს უწყებებს“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.

ამ დროისთვის ატენში გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები