LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვხვდებით, რომ ახალი წლის დღეებში „ძალიან ზედმეტი მოგვივიდა“ – ენდოკრინლოგ ლაშა უჩავას დეტოქს დიეტა

770
4567

ალბათ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ადამიანების უმეტესობა წონის მატებას უჩივის.

შესაბამისად, უჩნდებათ სურვილი არასასურველი კილოგრამები დაიკლონ.

როგორ ჩავდეთ სასურველ ფორმაში და როგორ ვიკვებოთ დღესასწაულების შემდეგ, „ფორტუნამ“ რჩევისთვის ექიმ – ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორს ლაშა უჩავას მიმართა.

ახალი წლის დღეებში საკვებითა და ალკოჰოლით 500 მოქალაქე მოიწამლა

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სუფრა ცალსახად მიმზიდველია, ლაშა უჩავა პირველ რიგში გვირჩევს, კვების დროს ზომიერება დავიცვათ.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ზომიერება, მათ შორის ახალი წლის პერიოდში, იმისთვის, რომ მერე დიდი ხნის განმავლობაში არ დაგვჭირდეს ჩვენი ორგანიზმის „ჭკუაზე მოყვანა“, ანუ გაჯანსაღება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო ძალიან გემრიელია, ქეიფის შემდეგ დიდ დისკომფორტს განვიცდით. ადამიანებს გვაწუხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. შეიძლება იყოს არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილი და ა.შ. ამიტომ ახალი წლის დღეებში ზომიერება აუცილებელია, მაგრამ მაინც თუ ვერ „შევიკავეთ თავი“და მივიღეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, მნიშვნელოვანია, რომ დღესასწაული ნამდვილ დღესასწაულად ერთი დღით ვაქციოთ და უკვე 2 იანვრიდან ჩვენს ორგანიზმს  ყურადღება მივაქციოთ“. – ამბობს უჩავა.

როგორ ვიკვებოთ ქეიფის მეორე დღეს

 

ენდოკრილოგი გვირჩევს, ქეიფიდან მეორე დღეს მსუბუქი საკვები მივიღოთ და თუ ვფიქრობთ, რომ „ძალიან ზედმეტი“ მოგვივიდა, ორგანიზმს განტვირთვის დღე მოვუწყოთ.

„რა თქმა უნდა, მსუბუქ საკვებში იგულისხმება ხორცი, ოღონდ ამ შემთხვევაში იგულისხმება მოხარშული, ანუ გრილზე შემწვარი და ჩვენს რაციონში უნდა იყოს დიდი რაოდენობით ბოსტნეული.

ასეთი კვება ათავისუფლებს ჩვენს ორგანიზმს როგორც ზედმეტი კილოკაროებისგან, ასევე სითხისგან.

 

 

ახალი წლის დღეებში დიდი რაოდენობით მარილიანს, ტკბილეულს, ნიგვზიან  და ცხიმიან საკვებს ვიღებთ, შესაბამისად, ეს ორგანიზმის შეშუპებას იწვევს.

  •  მნიშვნელოვანია, ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად არ დაგვავიწყდეს წყალი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით, ორი ლიტრი უნდა იყოს – საუბარია სუფთა წყალზე და არა სხვადასხვა ხილის წვენზე, ან მინერალურ წყალზე.

თუ ვხვდებით, რომ ახალი წლის დღეებში „ძალიან ზედმეტი მოგვივიდა“, გარკვეული განტვირთვის დღე უნდა მოვუწყოთ ჩვენს ორგანიზმს.

მთელი დღის განმავლობაში,  რძის პროდუქტები უნდა მივიღოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ რაოდენობას.

რძის პროდუქტები უნდა იყოს დაახლოებით, კილო ნახევარი, მაქსიმუმ  2 კილოგრამი. მისი მიღება დამოკიდებულია ადამიანის აღნაგობაზე, წონაზე, სიმაღლესა და ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე.

ყველასთვის კარგია დღე-ღამის განმავლობაში ნახევარი კილო მაწონი და კილო-ნახევარი ხილი“. – განმარტავს ლაშა უჩავა „ფორტუნასთან“.

 

 

რომელ ხილზე უნდა ვთქვათ უარი დეტოქსის დროს

 

უჩავას განმარტებით, ყველა სეზონზე არსებობს ხილი, რომელზედაც რაღაც დროის განმავლობაში, როდესაც ორგანიზმის განტვირთვას ვგეგმავთ, უარი უნდა ვთქვათ.

„დეტოქსის დროს, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები ხილზე. ზამთრის სეზონზე დეტოქს დღეებში არ უნდა მივიღოთ ყურძენი, ბანანი და მსხალი. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ციტრუსს და კივს, რომლითაც ახლა ჩვენი ბაზარი მდიდარია და ორივე მათგანი დაბალკალორიულია.

გარდა ამისა, ეს ხილი შეიცავს დიდი ოდენობით სხვადასხვა მინერალებს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია.“ – აცხადებს უჩავა.

 

როდის გვიწევს რძის პროდუქტებზე უარის თქმა

 

ენდოკრინოლოგი ასევე საუბრობს, როგორ შეიძლება მოიწყონ დეტოქს დღეები ადამიანებმა, ვინც რძის პროდუქტებს ვერ იღებს.

„იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ლაქტოზისადმი აუტანლობა, დეტოქს დღეებში რასაკვირველია, რძის პროდუქტებზე  უარი უნდა ვთქვათ. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ორი კილოგრამი ხილი და ბოსტნეული უნდა მივირთვათ.

რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც არ უნდა დაგვავიწყდეს წყალი, რომელსაც აქვს ყველაზე ძლიერი დეტოქს ფუნქცია ჩვენი ორგანიზმისთვის“.- ამბობს უჩავა და დასძენს, რომ  რადგან საქართველოში თითქმის ერთი თვე გრძელდება საახალწლო ქეიფი, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღე მაინც მოვიწყოთ განტვირთვის დღეები.

როგორ უნდა ვიკვებოთ მარხვის შემდეგ

 

6 იანვარს დიდი მარხვა სრულდება. ლაშა უჩავა, იმ ადამიანებს, ვინც დიდ მარხვას ინახავდა, ურჩევს, რომ ერთბაშად არ ჩართონ რაციონში ცხოველური ცხიმები.

„ადამიანებმა, რომლებიც მარხვას იცავენ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები.

მათი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიკროფლორა გაზარმაცებულია და შესაბამისად, მძიმე ანუ ცხოველური ცხიმების გადამუშავება უჭირთ, ფერმენტაცია დაქვეითებულია.

მარხვის დასრულების შემდეგ ადამიანებმა მხოლოდ რძის პროდუქტები და ისეთი ცხოველური ცილები უნდა ჩართონ რაციონში, რომელიც ორგანიზმისთვის მარტივადაა გადასამუშავებელი. შემდეგში კი პერიოდულობით უნდა ჩართონ ხორცის პროდუქტები, იმისათვის, რომ გარკვეული სტრესი და დისკომფორტი არ მიაყენონ ორგანიზმს“. – ამბობს ლაშა უჩავა „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები