LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს უკეთესი წინადადება აქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ დესტრუქციული შემოტევების გარდა, ვერაფერს ვხედავთ: ვოლსკი ბიუჯეტის პროექტზე

82
FORTUNA.GE- (8)

“ბიუჯეტი ოპტიმალურია. თუ ვინმეს საკრიტიკო ან უკეთესი წინადადება აქვს, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით დესტრუქციული შემოტევების გარდა, ვერაფერს ვხედავთ.” – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, ქვეყანას რთული პერიოდი ელის.

გია ვოლსკიმ იმ მიმართულებებზეც ისაუბრა, რომელზეც ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული:

“რთული პერიოდი გველოდება. ბიუჯეტი არის ორიენტირებული ორ მთავარ ამოცანაზე: ერთი არის ის, რომ გადავარჩინოთ და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით. ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გავუფრთხილდეთ, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული ბიუჯეტი. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ გადავარჩინოთ და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ეკონომიკაში ისე, რომ როდესაც საშუალება გვექნება ამ პანდემიისგან გავთავისუფლდეთ, განახლება და განვითარება გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს.” – თქვა გია ვოლსკიმ.

საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები