LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, უკეთესი იქნება – კალაძე

20181225192538

“დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვა გამარტივებული წესით მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა და თანხის ძირითადი ნაწილი მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებისთვისაა განკუთვნილი” – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მანვე, კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ იცის როგორ შეარჩიოს მომღერლები ტენდერით – ხმით, ტემბრით თუ რაიმე სხვა საშუალებით, სწორედ ამიტომ მოხდა გამარტივებული შესყიდვით ამ ნაწილის განხორციელება.

“გუშინ შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე და  უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, შემდეგ წავიდა და ვერ შევძელი პასუხი გამეცა. თუმცა ახლა ავხსნი , რომ 1 778 800 ლარია გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვისთვის და ამ თანხის ძირითადი ნაწილი,  დიდი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები. ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და  თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ხმით შევარჩიო, ტემბრით შევარჩიო, თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის და 270 ტექნიკური თანამშრომლის ჰონორარი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია,  50-მდე კონცერტი, აქტივობა და  გალაკონცერტის მომზადება ფინანსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები