LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვინმე მეტყვის სასწაულების არ მჯერაო, ამ ვიდეოს ვაჩვენებ“ – მარიტა მეფარიშვლის უფროსი და, ნუცა ახლადშეძენილ დასთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

2730
BeFunky-collage

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის და, ნუცა მეფარიშვილი პატარა დასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ მარიტას მშობლებს რამდენიმე დღის წინ გოგონა შეეძინათ. ოჯახის მეგობრები წერენ, რომ მარიტას მშობლებს მარიტას დაბადების შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, შვილი აღარ უჩნდებოდათ, ახლა კი მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა.

მარიტას გარდაცვალების შემდეგ დედამისმა, ანა შოშიაშვილმა, სიზმარი ნახა, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ორსულად იყო და გოგო ეყოლებოდა. ასეც მოხდა და ბარბარობას ტატა დაიბადა.

„თუ ვინმე მეტყვის სასწაულების არ მჯერაო, ამ ვიდეოს ვაჩვენებ“, „მარიტას როგორ ჰგავს“, „ღმერთის და მარიტას საჩუქარი“, – უწერენ ვიდეო კომენტარებში მეგობრები.

მარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა – ნათლობის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები