აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაანაშაულა ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში და დასძინა, რომ არ გამორიცხავს ჩინეთისგან მრავალმილიონიანი კომპენსაცია მოითხოვოს.
„ჩვენ ჩინეთით ძალიან უკმაყოფილო ვართ. უკმაყოფილო ვართ მთელი ამ სიტუაციით, რადგან ვფიქრობთ, რომ ეპიდემიის შეჩერება აფეთქებისთანავე შეიძლებოდა. ის შეჩერდებოდა უხანში და მთელს მსოფლიოში არ გავრცელდებოდა“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ არანაირად არ გრძნობს პასუხისმგებლობას, თუ ვინმე კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ხნარს დალევს.
“ვერ ვხვდები რა შუაში ვარ, თუკი ვიღაც სადეზინფექციო ხსნარს დალევს, ამასთან მე რა მაკავშირებს? არ ვაპირებ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ რადგან სადეზინფექციო ხსნარი რამდენიმე წუთში კლავს ვირუსს, რატომ არ შეიძლება რომ ის დავლიოთ. მოგვიანებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ იხუმრა.