LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ვერ ახერხებთ ექიმთან დაკავშირებას, მოკიდეთ შვილს ხელი და პირდაპირ მიმღებში მიიყვანეთ” – ბიძინა კულუმბეგოვი

654
92618852-10221813131102412-6951237309664591872-n-458x257

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიდის.

თუმცა ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში მშობლებმა ექიმს უნდა მიმართონ.

თუ ვერ დაუკავშირდებიან ექიმს, საშიშროების შემთხვევაში, პირდაპირ მიმღებში უნდა მიიყვანონ.

“რისკის ჯგუფების გარეშე კორონავირუსს ლეტალობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს. საბედნიეროდ, ბავშვები რისკის ჯგუფის მიღმა თუ არიან, 18 წლამდე შეიძლება ასე ითქვას, ძალიან მინიმალურია ფატალური შემთხვევები, თუმცა ასეთი შემთხვევები მსოფლიოში აღწერილია.

რა თქმა უნდა ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს საშიშროების ნიშნების მაჩვენებელი, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება, კანზე უჩვეულო გამონაყარი, ბავშვებისთვის დიარეა, ღებინება, მით უმეტეს, თუ ბავშვს აქვს რომელიმე თანხმლები დაავადება, თანდაყოლილი გულის, თირკმლის და ა.შ, რასაკვირველია მათი სტაციონირება დასაწყისიდანვე სასურველი და მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ, უდიდეს ნაწილს ბავშვებისას, მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ ამ ინფექციის, როცა ვამბობთ, რომ ვირუსის დიდი ნაწილი, 3-40 % უსიმპტომოა, სწორედ ბავშვებია ის კონტინგენტი, სადაც ყველაზე ხშირად, სადაც ტემპერატურისა და სიმპტომების გარეშე მიდის ინფექცია. ასე რომ ბავშვების მშობლები მშვიდად ვიყოთ, მაგრამ სიმშვიდე არ ნიშნავს, რომ ფხიზლად არ ვიყოთ,” – განაცხადა “დღის კურიერში” ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები