Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შევეცდები, გავიგო, ეს აზრი საიდან მოდის: წულუკიანი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შევეცდები, გავიგო, ეს აზრი საიდან მოდის: წულუკიანი

249
თეა წულუკიანი

კულტურის ახლადდანიშნული მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ შეეცდება გაიგოს, საიდან მოდის მათი განსხვავებული აზრი”. აღნიშნული განცხადება წულუკიანმა “POS TV”-ის ეთერში გააკეთა.

„თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განცხადა წულუკიანმა.

ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს: ანიტა რაჭველიშვილი

მინისტრი აღნიშნავს, რომ თუ დასაქმებულის განსხვავებული მოსაზრებები ორგანიზაციის საქმიანობას ხელს არ უშლის, მაშინ ის პრობლემას ვერ ხედავს.

მისივე თქმით, კულტურის სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც არ მალავენ სიმპათიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და ღიად გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

“ასეთები სახელმწიფო სტრუქტურებშიც არიან. მკაფიოდ არტიკულირებენ ამ პოზიციებს, სახელი და გვარების დასახელება არ მინდა. მე არცერთ ამ პოზიციას არ ვეთანხმები, თუმცა წლების განმავლობაში მუშაობენ იმ სტრუქტურებში, რომლებსაც სახელწიფო აფინანსებს,” – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე “როგორი იქნება თქვენი მიდგომა მათდამი?” – წულუკიანი აცხადებს, რომ მას მსგავსი შემთხვევა, როდესაც იუსტიციის სამინისტროში ჰქონდა, რამდენიმე კადრი გაათავისუფლა, რომლებიც “ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ”.

თქვენ თუ ფაქტებს ჩახედავთ იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც მე გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო, იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ. ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს. ეს პატარა ჯგუფი იყო იუსტიციის სამინისტროში. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები კონკურსით. მაგრამ ვინც იქ დამხვდა და არ ეწოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ  – მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე 8 წელი ვიმუშავე”, – განაცხადა წულუკიანმა.