LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მიეცემა საშუალება გამოცდა სექტემბერში გადაიტანოს: თსუ-ის განცხადება

59
თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მოლაპარაკების ფორმატში ერთობლივად, პუნქტობრივად განიხილეს სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემდეგი ძირითადი მოთხოვნები.

თსუ-ის ცნობით, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს და თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში მიეცემათ საშუალება გამოცდა სექტემბერში გადაიტანონ.

„15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მოლაპარაკების ფორმატში ერთობლივად, პუნქტობრივად განიხილეს სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და  პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ.

რაც შეეხება ფინალური გამოცდების ფორმატს, თითოეული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას  მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება“, – წერია თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები