LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სისტემა უფრო პროპორციული ხდება, ამით ქალებმაც უნდა ისარგებლონ: ლომჯარია კვოტებზე

80
publika.ge-362232

სახალხო დამცველის განცხადებით, “რადგან არსებული საარჩევნო სისტემა ისედაც ვერ უზრუნველყოფს ქალების ადეკვატურ და სამართლიან წარმომადგენლობას”, ცვლილებებით არ უნდა მოხდეს ამ მდგომარეობის გაურესება და, თუკი სისტემა უკეთესობისკენ იცვლება, ამით “ქალებმაც უნდა ისარგებლონ”.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სახალო დამცველი წლებია რაც იძლევა რეკომენდაციას რომ საარჩევნო სისტემა გახდეს უფრო მეტად პროპორციული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის და ასევე მიგვაჩნია, რომ პროპორციული უფრო კარგად, ადეკვატურად და პროპორციულად ასახავდა ასახავადა რეალობას. განსაკუთრებით ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი პროპორციული სისტემა.

მე არ ვფიქრობ, რომ ქალთა კვოტირების მაჩვენებელი უნდა შევამციროთ. დღეს მოქმედი კვოტითაც ჩვენ ვერ ვიღებთ ქალთა იმ რაოდენობის წარმომადგენლობას რაც იქნებოდა სამართლიანი და ადეკვატური წარმომადგენლობა. ამიტომ თუ სისტემა იცვლება და უფრო მეტად პროპორციული ხდება, მე ვფიქრობ, რომ ამით ქალებმაც უნდა ისარგებლონ.

ამიტომ მე არ ვფქორიბ, რომ თუ თვითმმართველობის სისტემა იცვლება უნდა შევამციროთ ქალთა კვოტირების მაჩვენებელი. ნებისმიერი ცვლილება უნდა გვაბრუნებდეს არა უკან, არამედ უნდა იყოს უფრო უკეთესი და სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული,“- განაცხადა ლომჯარიამ დღეს პარლამენტში, ომბუდსმენის ანგარიშის განხილვისას მმართველი გუნდის კითხვების საპასუხოდ გააკეთა.

შეურაცხმყოფელია, საერთოდ, არ ვემხრობით არანაირი კვოტირებას,შემოვლითი გზაც ვიპოვეთ: მეგრელიშვილი