ჩვენ ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ, – მარიუპოლში, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია.
სპეცდანიშნულების რაზმი “აზოვი” იტყობინება, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენა
,,თუ ეს ცნობები სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია და ასევე ასახავს იმ შეშფოთებას, რომელიც გვქონდა, უკრაინაში, რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ. მათ შორისაა, ცრემლსადენი გაზი, შერეული ქიმიური საშუალებები”, – განაცხადა კირბიმ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დეტალების გადასამოწმებლად პენტაგონთან ერთად მუშაობენ.
“ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება ამ კონფლიქტის ხისტი ესკალაცია და ჩვენ პუტინს და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ”, – დაწერა მინისტრმა.
Reports that Russian forces may have used chemical agents in an attack on the people of Mariupol. We are working urgently with partners to verify details.
Any use of such weapons would be a callous escalation in this conflict and we will hold Putin and his regime to account.
— Liz Truss (@trussliz) April 11, 2022
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი დაჰპირდნენ მკაცრ და სწრაფ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში.
ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.