LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სიძე-დედოფალი, ან მეჯვარეები აუცრელები იქნებიან, ეს დამატებითი იმპულსია, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეძლონ ქორწილის გადახდა – რესტორატორები

113
3-2

„რესტორატორთა ასოციაციის“ მოთხოვნაა, რომ ე.წ.მწვანე ზონებში, მათ შორის რესტორნებში, დამატებითი შეზღუდვები მოიხსნას.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ რესტორნებში ქორწილისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება, ღონისძიების მონაწილეებიც იძულებულები იქნებიან, რომ „მწვანე სტატუსი“ ჰქონდეთ.

„იდეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის, რეალურად სწორად გასაკეთებელი საქმეა. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად საჭიროებს გარკვეულ კოლეგირებას. „მწვანე ზონას“ ვქმნით იმისთვის, რომ ადამიანებმა აცრა ვალდებულებად გაიხადონ. დღეს ეს „მწვანე ზონა“ ვრცელდება რესტორნებში, კაფე – ბარებში, ფიტნეს დარბაზებში და თეატრებში. ეს არ არის იმის საბაბი, რომ მოსახლეობის 70%-მა, რომელიც აუცრელია, სწრაფი, რადიკალური ნაბიჯი გადადგას და აიცრას. ჩვენი სფერო დღეს არის შეზღუდული ოპერირების მდგომარეობაში. „მწვანე ზონა“ რომ შევქმნათ, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, რომ რესტორნებში შეზღუდვები მოიხსნას და ადამიანებმა უფრო თავისუფლად მიიღონ სერვისები.

მაგალითად, დღეს სფეროს გარკვეულ სეგმენტს აკრძალული აქვს ქორწილების, „ივენთების“ გადახდა. თუ გადავწყვეტთ ქორწილის გადახდას და სიძე-დედოფალი, ან მეჯვარეები აუცრელები იქნებიან, ეს დამატებითი იმპულსია, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეძლოს ქორწილის გადახდა. ეს გამოადგება არა მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილს, არამედ ეკონომიკასაც, რომელიც დღესდღეობით ამას მოკლებულია. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორის ამოქმედება და მისი შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებს სერვისები მიაწოდოს“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები