LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან, დავეხმარებით – პოლონეთის პრემიერი

57
პოლონეთი

პოლონეთი დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ თავს დაესხმებიან ნატოში გაწევრიანებამდე.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

მისივე თქმით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვან სიგნალად მიაჩნია.

„მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ გაწევრიანების პროცესის დროს, შვედეთზე ან ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გუშინ ოფიციალურად წარადგინეს.

ერდოღანი: თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს მხარს არ დაუჭერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები