LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შოკი არ გაჩნდა, ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს – არჩილ მესტვირიშვილი

84
5fa45e96d7e6d

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის და ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუაში დაუბრუნდება.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, ეს მაჩვენებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია.

„ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორად არის ფოკუსირებული ინფლაციის მიზნობრივთან დაახლოებისკენ. ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდგომ, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება მომავალი წლის შუაში. ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისთვის არსებულ სიტუაციას. თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები