LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შემოდგომაზე მოგზაურობას გეგმავთ – 9 ქალაქი ოქროსფერი ხედებით

314

შემოდგომა ბოლო დღეებს ითვლის, თუმცა ულამაზესი პეიზაჟების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბევრი მოგზაური ფიქრობს, რომ შემოდგომა წლის ყველაზე გამორჩეული პერიოდია და ამა თუ იმ დანიშნულებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ამის დასამტკიცებლად ტურისტულმა პორტალმა „Add To bucket list”-მა ყველაზე გამორჩეული ევროპული დანიშნულებების სია შეადგინა.

პრაღა, ჩეხეთი

ჩეხეთის დედაქალაქი შემოდგომობით მართლაც საოცარი სანახავია. თუკი ყველაზე ლამაზი კადრების გადაღება გსურთ, მაშინ პეტრინის მთაზე უნდა ახვიდეთ. საღამოს კი ვახშამზე პრაღის ვენახებში დაწურული ღვინო უნდა დააგემოვნოთ და თქვენი მოგზაურობა მართლაც იდეალური გამოვა.

პარიზი, საფრანგეთი

„სინათლის ქალაქი“ შემოდგომაზე ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. ეს სწორედ ის დროა, როცა პარიზული პარკები ყველაზე ლამაზია და როცა „ნათელი ღამეების“ დამსახურებით მუზეუმების მონახულება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

ლონდონი, ინგლისი

შემოდგომა ლონდონში მართლაც დაუვიწყარია. ამ დროს ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობაც მცირდება და ამინდიც ძალიან სასიამოვნოა. ულამაზესი ხედებით ტკბობის შემდეგ მრავალრიცხოვან ფესტივალებში მონაწილეობის მიღებაცაა შესაძლებელი. შემოდგომაზე ბრიტანეთის დედაქალაქის სტუმრებს რესტორნების ფესტივალი, კოქტეილების კვირეული და შოკოლადის ზეიმი ელოდებათ.

ამსტერდამი, ჰოლანდია

ამსტერდამის არხებში გასეირნება ჯადოსნური შემოდგომის შესაგრძნობლად საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ქალაქი ამ პერიოდში კინოს ფესტივალსაც მასპინძლობს. ნოემბერში კი მუზეუმების ღამე იმართება და 50-მდე მუზეუმის ნახვა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები