LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ შეატყობთ, რომ გადის რამდენიმე კვირა და არ გტოვებთ მტანჯველი კადრები, მზად ვართ უფასოდ მოგემსახუროთ“ – ფსიქოთერაპიის სახლი „კამარა“ სტიქიით დაზარალებულებს მიმართავს

202
კამარა

ფსიქოთერაპიის სახლი „კამარა“ რაჭაში, შოვში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და დაზარალებულებს მიმართავს:

„სტიქიით დაზარალებულებო და დაზარალებულთა ახლობლებო, ვისაც მოგწვდებათ ინფორმაცია: როდესაც ტრავმა იმ წუთის მომხდარი ან ჯერ არდასრულებული, ანუ მიმდინარეა, თერაპევტები მაშინვე არ ერთვებიან.

ამ დროს მუშაობს ადამიანის საკუთარი რესურსი ტრავმის გადასამუშავებლად.

თუ შეატყობთ, რომ გადის რამდენიმე კვირა და არ გშორდებათ, გახანგრძლივდა მძიმე განცდები, არ გტოვებთ მტანჯველი კადრები, რა თქმა უნდა, მზად ვართ უფასოდ მოგემსახუროთ.

ასევე, თუ თვლით, რომ ახლავე გჭირდებათ ე.წ. კრიზისული ინტერვენცია/პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება ტრავმის პრევენციისთვის, შეგიძლიათ მოგვმართოთ დღესვე. მივიღებთ ზრდასრულებსაც და მცირეწლოვნებსაც“. – წერს „კამარა“.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.

გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები