თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.
მისი თქმით, იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საწვავი და ვალუტის კურსია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულად ისახება პროდუქციის ფასზე.
„სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში პროდუქტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ხოლო რაც ადგილობრივი წარმოებაა, ისიც იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული,“ – აცხადებს ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.8%-ს მიაღწია.