LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქმეში გული არ ჩადე, იქ წარმატება შეუძლებელია, ამიტომ, ამ გულს მე ზუგდიდის მერიაში ჩავდებ: ანზორ მელია

35
ანზორ მელია ნარაზენში

ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი ზუგდიდში ანზორ მელია, მშობლიური სოფლის, ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. 

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სიკეთის გაკეთებაში, საქმის კეთებაში, სიყვარულში და საქართველო სწორედ ამ შემთხვევაში  აღორძინდება.

„მომეცა საშუალება, მოვსულიყავი იმ კუთხეში, სადაც დავიბადე და ყველაფერს აღფრთოვანებული ვუყურებდი. ეს ხალხი არ უნდა გარბოდეს უცხოეთში და არ უნდა ტოვებდეს ოჯახებს. უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სიკეთის გაკეთებაში, საქმის კეთებაში, სიყვარულში – საქართველო მაშინ აღორძინდება.

თუ საქმეში გული არ ჩადე, იქ წარმატება შეუძლებელია, ამიტომ, ამ გულს მე ზუგდიდის მერიაში ჩავდებ. მე ყველას მერი ვიქნები – სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების.

არ შეიძლება, მერი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნოდეს. მერად არჩევის შემდეგ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩემს ნარაზენს მივხედავ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას. მე სიტყვას არასოდეს ვღალატობ“,- განაცხადა ანზორ მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები