LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“ – სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

133
Untitled design (5)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს.“

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებსო, უფრო მეტად ვერ უმტრობ საკუთარ ქვეყანას, ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს.

„ძალაუფლება „გდია ქუჩაში“, ოპოზიცია უნდა დაიხაროს და აიღოს ეს ძალაუფლება.. ახლა რკინის ქალამნებია ჩასაცმელი.. მელიას აქვს ინტერაქციის უნარი, პრეზიდენტმა კი შეიძლება, სერიოზული როლი ითამაშოს ამ პროცესში“ – გია ხუხაშვილი

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის 55 პროცენტის მიღება, ჩვენი ამოცანაა, კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები