LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საოცრება მოხდა, ნიკა მელიას და კახი კალაძის გარდა არავინ დადგა, მაშინ დავფიქრდებით, ხომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

126
raqviashi

“სინამდვილეში, ჩვენ არ ვაპირებთ მერობის არჩევნებში მონაწილეობას”,-ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაელოდებიან, სხვა ოპოზიციური პარტიები როგორ იმოქმედებენ და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას თბილისში საკუთარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით.

„თუ დავინახავთ, რომ კანდიდატების მრავალფეროვნებაა, მშვენიერი და იმედია, ამომრჩეველს ექნება საკმარისი არჩევანი. თუ საოცრება მოხდა, ნიკა მელიას და კახი კალაძის გარდა არავინ დადგა, მაშინ დავფიქრდებით, ხომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი. სინამდვილეში, ჩვენ არ ვაპირებთ მერობის არჩევნებში მონაწილეობას და უბრალოდ, ოპოზიციიდან ჩემი კოლეგების იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და იპოვნიან ადამიანებს, ვინც შეიძლება, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს კახი კალაძეს და ნიკა მელიას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.