ირაკლი კობახიძის განცხადებით თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი დაიწევს 2%-მდე ეს ოპოზიციისთვის მმართველი გუნდისგან “საჩუქარი იქნება”
“ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, გაუკეთბენ თუ არა ამ საჩუქარს, “ოცნების” კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, კანონპროექტის განხილვა ამ ეტაპზე არ გრძელდება, მაგრამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე.
“კარგად ვხვდებით, რომ აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს,გამომდინარე იქიდან, რომ ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან – ეს არის 5 %-იანი ბარიერი.” – აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში სრული პროპორციული სისტემა ამოქმედდება თავისი 5%-ანი ბარიერით.
კობახიძის თქმით, ეს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში დამკვიდრებული საარჩევნო სისტემაა, რომელიც სრულად თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან.
რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ამიტომ ამასაც სჭირდება ცალკე სიღრმისეული მსჯელობა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ის რიგგარეშე არჩევნებზე არ უნდა გავრცელდეს და ის მხოლოდ 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ერთ რამეში, რომ არსებობს ოპოზიციურ სპექტრში სურვილი, რომ არსებული პოლარიზებული გარემო შეიცვალოს. თუ ამ სურვილს ისინის აჩვენებენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ერთი გადაწყვეტილება, თუ ვერ აჩვენებენ, შეიძლება მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება. რატომ? – იმიტომ, რომ თავისთავად დაბალი ბარიერი მიდრეკილია არასტაბილურობისკენ” – აღნიშნავს კობახიძე
“როცა არ უნდა მივიღოთ, ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად. რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად უდევს 19 აპრილის შეთანხმება, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა დეკემბერშია შესაძლებელი. თუმცა, „ქართული ოცნება“, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა, ამ დროისთვის საკონტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელებისგან თავს იკავებს