LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება, ერთმანეთის მიმართ ნდობა გაგვიჩნდება: რაქვიაშვილი “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის შესახებ

91
ალექსანდრე რაქვიაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. მათი შეფასებით, აუცილებელია ოპოზიციამ დროულად წარმოადგინოს ინიციატივები, რომლებიც პარლამენტში 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად უნდა შეიტანონ.

“ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილის განცხადებით ოპოზიცია ფართო კონსულტაციებს მართავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ პარლამენტისთვის დღის წესრიგი შედგეს.

„ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არანაირად არ ნიშნავს იმ აბსურდულ პროცესს, რომელიც კობახიძემ გააჟღერა. ეს მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“ – აცხადებს სამადაშვილი.

“გირჩი” ამ პუნქტების შესრულების საწყისად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიიჩნევს.

“თუ საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება, სერიოზულობას შესძენს  ყველა დანარჩენ ინიციატივას, მათ შორის “ქართული ოცნების” ინიციატივას და ერთმანეთის მიმართ ნდობა გაგვიჩნდება.” – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები