LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საკმარისი არაა, ნება მომეცით მე-8 ხმა მივამატო – გრეგოროვა ევროპარლამენტარების განცხადებაზე

83
publika.ge---909

ევროპარლამენტარის მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, თუ 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება საკმარისი არ არის, თვითონ მე-8 დეპუტატი იქნება, რომელიც განცხადებას შეუერთდება.

„განცხადების ავტორები ძირითადად ევროპარლამენტის თავმჯდომარე წევრები არიან, თუ ეს საკმარისი არ არის, ნება მომეცით, ამ განცხადებას მივუმატო ჩემი, ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას – თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც ბატონმა დანიელსონმა გამოაქვეყნა, შეიძლება, ნამდვილად მოჰყვეს შედეგი. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი“, – წერს Twitter-ზე გრეგოროვა და ელენე ხოშტარიას სტატუსს აზიარებს, სადაც „დროას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარების დისკრედიტაცია დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები